იტალიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 მცირეწლოვანი
გადარჩა.
იტალიური საინფორმაციო "ტელეჯორნალეს" გადმოცემით, მცირეწლოვნების
სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
იტალიაში, მიმდინარე წლის 5 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,
იტალიელი ჟურნალისტი და ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მათი
ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახა.
დაშავებული იყო ჟურნალისტის ორი მცირეწლოვანი შვილიც, რომლებიც მძიმე
მდგომარეობით საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცნობით, ავარია, ქალაქ
მოდენასთან ახლოს მოხდა.
იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან მომხდარზე მიმდინარეობს
გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები