საქართველოს პროკურატურაში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა
გვენეტაძის დაკავებას ადასტურებენ.
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში უწყების საზოგადოებასთან და მასმედიასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა , ნათია სუხიაშვილმა განმარტა,რომ
საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 143-ე
მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული.
რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის
გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას
ითვალსწინებს.
პირს წარდგენილი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 10- დან 7
წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენატაძე ძმასთთან ერთად,
საქართველოს პროკურატურამ 6 თებერვალს, ღამით დააკავა. ისინი
პროკურატურამ ცემის ფაქტზე აიყანა.
წინასწარი ინფორმაციით, ძმებმა პირი მამის საფლავის გაქურდვის
გამო ცემეს. ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე,
სადაც საკრებულოს წევრის, ლაშა გვენეტაძის მამაა დაკრძალული
ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც საფიჩხიის სასაფლაოს
მენეჯერი განმარტავს, საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ნაკეთობა
მოიპარეს. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები