ენგურის ხიდზე, არსებულ გამშვებ პუნქტზე ორი ქალი გაქურდეს.
შემთხვევა 7 თებერვალს, დღის საათებში მოხდა.
ერთ-ერთი დაზარალებული "ქუთაისიპოსტთან" ამბობს, რომ მისგან მობილური
ტელეფონი წაიღეს.
"ჩემს რიგს ველოდებოდი, ბევრი ადამიანი იცდიდა მაშინ ჩემთან ერთად.
გამშვებ პუნქტზე შემოწმების გავლის შემდეგ, საათი მაინტერესებდა და
ტელეფონი მოვიძიე, მაგრამ აღარ მქონდა ჯიბეში", – ამბობს გალის
მკვიდრი ია გოგოხია. ის ამბობს, რომ მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ
ადამიანს 500 ლარი მოპარეს.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ამის შესახებ სამართლადამცავებისთვის
არ მიუმართავთ. რადგან, მათი თქმით, ეს შედეგის მომტანი არ
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები