იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იტალიელი ჟურნალისტი და
ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მათი ავტომობილები ერთმანეთს
დაეჯახა.
დაშავებულია ჟურნალისტის ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც იტალიური
პრესის ცნობით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა
მძიმეა.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცნობით, ავარია გუშინ,
ქალაქ მოდენასთან ახლოს მოხდა.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს,
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდგინდა.
იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან მომხდარზე მიმდინარეობს
გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები