ქუთაისში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის
მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ზურაბ ალავიძემ დაათვალერა.
მინისტრმა მუხნარში წყლის რეზერვუარის მშენებლობა იმერეთის მხარის
პირველ პირებთან და საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის" დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"
ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორმა ირაკლი ტურძელაძემ განმარტა,
სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.
"სამუშაოების შემსრულებელი კომპანია SMK-ში გვეუნებნიან რომ
სამუშაოებს ვადაზე ადრე დაასრულებენ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ
ხარისხიანად გაკეთდეს. ამის გამო "კრიჭაში" ვუდგავართ შემსრულებელ
კომპანიას", - ამბობს ირაკლი ტურძელაძე.
წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი გასული წლის
ზაფხულზე დაიწყო, რომელიც 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს წყლის მილის
სისტემები, ასევე უნდა გაკეთდეს წყლის რეზერვუარი.
წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა
86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. სამუშაოებზე 200-მდე
ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში 24
საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები