საქართველოს მთავრობის
24
იანვრის განკარგულებით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დერჩის
სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო
ელექტროსისტემას უფლება მიეცა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საქართველოს
წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები მოჭრას:
უთხოვარი (Taxus baccata L.) – 22 (ოცდაორი) ინდივიდი;
კაკლის ხე (Juglans regia L.) – 2 (ორი) ინდივიდი;
ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 68 (სამოცდარვა)
ინდივიდი;
იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev) – 3 (სამი)
ინდივიდი;
კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) – 760 (შვიდას სამოცი)
ინდივიდი.
განკარგულებაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემა ვალდებულია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი
მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების
შესახებ. ასევე, მოჭრილი მერქნული რესურსი, სახეობების მიხედვით,
დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და
გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
მასალის გამოყენების პირობები