საავტმობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი
მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში სრულად შევა
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარი, 9
პარალელური და 5 საფეხმავლო ხიდი. ასევე, მოეწყობა 2 სატრანსპორტო
კვანძი და რამდენიმე მიწისქვეშა გასასვლელი.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები
მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის
სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები