გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4
თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში დათბება.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა +5 +8
გრადუსი იქნება.
"დასავლეთ საქართველოში ველოდებით ტემპერატურის მატებას. 7 და 8
თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა
მკვეთრად არ დაეცემა" - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორაციით, მიმდინარე წლის 7 და 8
თებერვალს ქუთაისში +10 +13 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები