ახალი ამბები
ტაძრის სამრეკლოზე განთავსებული სამკერვალოს ბანერი ჩამოხსნეს
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის სამრეკლოს გარეფასადზე განთავსებული სამკერვალო "მზიანის" სარეკლამო აბრა ჩამოსხნლია.

სამკერვალოს ბანერი ქუთაისიპოსტზე 2 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის  ("ქუთაისში ტაძრის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი") შემდეგ მოხსნეს. 

ზემოთაღნიშნული სტატიის მომზადების დროს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთმა მოძღვარმა მამა მატათამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა, რომ ეკლესიის წინამღვარს, მამა სვიმეონს შენიშვნას მისცემდნენ, სამრეკლოს ფასადზე სარეკლამო ბანერის გაკვრის გამო და მას ჩამოხსნიდნენ. 

"ეკლესიის წინამძღვარმა მითხრა, რომ მასაც არ მოსწონს აბრა, რომლის გადატანას ისედაც აპირებდნენ და ახლა დააჩქარებენ ამ პროცესებს," -  განმარტავდა მამა მატათა.

არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის წინამღვარი, მამა  სვიმეონი ამდროისთვის  გერმანიაში იმყოფება. ქუთაისიპოსტმა მასთან დაკავშირება დღესაც სცადა. თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ტაძრის სამრეკლოზე სარეკლამო აბრა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამა სვიმეონისა და მამა ლონგინოზის მეუღლეებმა, "აწარმოე საქართველოში" მცირე და მიკრო მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ერთწლიანი დაფინანსება მიიღეს.  პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სამკერვალოს გახსნას ითვალისწინებდა, 10 526 ლარს შეადგენს.

სამკერვალო  "მზიანი" ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე, ეკლესიის სამრეკლოს ქვედა ფართშია მოწყობილი.

"მზიანის" დამფუძნებლის მზია მახათაძის თქმით, სამკერვალოს ფუნქციონირება სამრეკლოს ხელს არ უშლის.

"ვინც დავასაქმე იმას გავუწიე ანგარიში. ერთი აქვე ამ უბანში ცხოვრობს და ფეხით უწევს სამსახურში მოსვლა. ერთი სოფლიდან დადის. უმუშევარი ადამიანი მოვძვებნე. 10 წელიწადია უმუშევარი იყო და სიხარულით ჩამოდის, თითქმის ფეხით, სოფლიდან. ქალაქში დამატებით ტრანსპორტით მგზავრობა კი, მეტ ხარჯებს მოითხოვდა.

ამ ეტაპზე არ გვქონდა იმის საშუალება, მეტი ფართი გვექირავებინა. ეს არის დამხმარე შენობა, რომელიც სამრეკლოს ფუნქციონირებაში არაფერს უშლის ხელს. სამრეკლოს აქვს თავისი შესასვლელი კარი, ასასვლელი კიბე და ორი ოთახი ეკუთვნის. ჩვენ ცალკე კარი გავქვს ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მზია მახათაძე.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ეკლესიას აქვს საშუალება და საეკლესიო ფართი რაიმე დანიშნულებით იქნება გამოყენებული, გაფორმებული უნდა იყოს ხელშეკრულება.

მზია მახათაძის თქმით, ზემოთაღნიშნულ ფართში სამკერვალოს ფუნქციონირების თაობაზე ინფორმირებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტლი მეუფე კალისტრატე. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალო ერთი კვირის გახსნილია და ფართის იჯარით აღებაზე მეუფესთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ადგილზე მყოფი პირები კი ამბობენ, რომ უკვე სამი სამოსი შეკერილი აქვს და კვირას და სადღესასწაულო დღეეში დიდი დატვირთვით არ მუშაობენ, იკერება, როგორც სასულიერო ასევე, საერო სამოსი. მათი თქმით, სამკერვალოში მისვლა და მომსახურების მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

სამრეკლოზე განთავსებული სარეკლამო აბრაც მიუთითებდა, რომ იქ საერო და სასულიერო სამოსი იკერება.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში ტაძრის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი

ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა




ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მასალის ლინკთან ერთად მიუთითეთ წყარო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.