ქუთაისში, წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიების ტერიტორიიდან
ბოტანიკურ ბაღამდე ხიდის ასაგებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის
შედგენისთვის მერიამ 30 000 ლარის ღირებულების ტენდერი
გამოაცხადა.
ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი და ის მდინარე რიონზე
აიგება.
ქუთაისის ბოტნიკური ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, ჯერ
მისთვის უცნობია, როდის დაიწყება ხიდის მშენებლობა. შესაბამისი
დოკუმენტაცია არც ქუთაისის მერიის მიერ 2 თებერვალს გამოცხადებულ
ტენდერს ახლავს თან.
"ჯერ უნდა მოხდეს დაპროექტება, შემდეგ გამოცხდდება ახალი ტენდერი
იმისთვის, რომ აიგეოს ხიდი. კარგი იქნება თუ მიმდინარე წელს
მშენებლობას დავიწყებთ" - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.
მისი თქმით, ხიდის მშენებლობისთვის იდეები თავადაც აქვს.
" ჩვენ მაინც კოლხეთის და აიეტის ქვეყანა ვართ და გვინდა ისეთი
ორნამენტები ჰქონდეს ხიდს, არგოსთან და სიძველესთან რომ იქნება
დაკავშირებული" - განაცხადა ქუთაისის ბოტანუკური ბაღის დირექტორმა,
თემურ ჩეჩელაშვილმა.
საფეხმავლო ხიდის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 9 თებერვლიდან იწყება და
წინადადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 13 თებერვალს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები