ქუთაისში არსებული ბინებით დაკმაყოფილებისთვის განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროში 3 800-მდე განაცხადი შევიდა.
სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გია სანთელაძის თქმით, დევნილების
ბინებით დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.
"ვიდრე გადანაწილდება ბინები, თებერვალში კვლავ მოხდება ოჯახების
გადამოწმება, რომ გავიგოთ რამე ხომ არ შეიცვალა, ამის შემდეგ, უკვე
მარტის თვეში მათ გასაღებებსაც გადავცემთ" - განაცხადა გია
სანთელაძემ.
ქუთაისში მიმდინარე წელს მენაშენების მიერ შესყიდულ ბინებსა და ახალ
აშენებულ კორპუსებში ბინას სულ 387 დევნილი ოჯახი მიიღებს.
აქედან 160 ოჯახი - შარვაშიძის ქუჩაზე, 184 -
აღამაშენებლის ქუჩაზე, ხოლო 43 ოჯახი მენაშენებისგან გამოსყიდულ
კორპუსში, ერისთავის ქუჩაზე მიიღებს ბინას.
მასალის გამოყენების პირობები