საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ახალი ტალღა
დაიწყო.
მედიკამენტების კონტროლს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო ახორციელებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მედიკამენტების ლაბორატორიული და
ადმინიტრაციული კონტროლი მოხდება, რაც ფარმაცევტული ბაზრის ხარისხს
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის,
რეგისტრაციული სამმართველოს უფროსი, ნაილი შენგელიძე "ქუთაისიპოსთან"
საუბარში 2016 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე
საუბრობს
მისი ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით ფარმაცევტულ
ბაზარზე, სანებართვო პირობების დარღვევის - 93, რეალიზაციის წესის -
144, შენახვის პირობების დარღვევის - 62, ვადაგადაცილებული
მედიკამენტების რეალიზაციის 5, ხოლო უკანონო აღრიცხვის 7 ფაქტი
გამოვლინდა.
ჩამოთვლილ და სხვა ტიპის დარღვევებზე ოქმს რეგულირების სააგენტო
ადგენს, ხოლო საქმეს შემდგომ სასამართლო განიხილავს.
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი ქვეყანაში 2011 წლიდან
ხორციელდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
№01-64/ ნ ბრძანების შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების
მიმოქცევისა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობის
ღონისძიებებს სააგენტოს ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები