ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატის ცემის ფაქტზე ბრალდებულები
ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბრადებულთა ადვოკატის
მოთხოვნა, რომელიც მისი დაცვის მყოფი პირების დარბაზიდან
გათავისუფლებას ეხებოდა. პროკურატურა კი აღკვეთი ღონისძიების სახით
პატიმრობას ითხოვდა.
ქუთაისში ნაცემი ადვოკატის, ილია ჯანელიძის ინფორმაციით, თავს ოთხი
პირი დაესხა, რომელთაგან ორი მისი დაცვის ქვეშ მყოფია.
ილია ჯანელიძე ყვება, რომ 28 იანვარს, 22:00 საათზე,
ის ახლობლის სახლიდან გუმათჰესის მიმართულებით
წაიყვანეს, სადაც სცემდნენ და მდინარეში ჩაგდებით
ემუქრებოდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადვიკატის
ცემაში ბრალდებული ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს და საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 143–ე მუხლი მიმდინარეობს, რაც თავისუფლების
აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები