გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე 2017 წლის 30 იანვრის საღამოს გამოიდარებს, თუმცა
ყინვა გაძლიერდება.
30 იანვარს ღამით ქუთაისში -8 -10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. ასევე,
-6 -10 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე, ხოლო მთაში
და მაღალ მთაში -15 -20 გრადუსი ყინვა არის მოსალოდნელი.
" ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
რაც პირველ თებერვალსაც შენარჩუნდება,"- განაცხადა ქუთაისიპოსტთან
გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების
უფროსმა, დოდო გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 თებერვალს დასავლეთ
საქართველოში ამინდი კვლავ გაურესდება, ნავარაუდევია სუსტი თოვლი.
მასალის გამოყენების პირობები