ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მიუხედავად, საქალაქო
ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს.
"ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები ქალაქში არ ყოფილა. პერიოდულად
გზებიც იწმინდება და შესაბამისად, შეფერხებები არ არის",– განმარტავენ
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში.
ქუთაისში სულ 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო ხაზია.
უხვი ნალექის გამო 50–მდე შეტყობინება შევიდა ქალაქის მერიის
საკუთრებაში არსებულ
ააიპ "სეციალურ სერვისებში", რომელიც გზებზე
გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
უხვი ნალექის გამო კი, ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში
სასწავლიო პროცესი შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები