ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ
ფედერერმა ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა.
35 წლის ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო.
ფინალური შეხვედრა 3 საათი და 37 წუთი გაგრძელდა და 6:4, 3:6, 6:1,
3:6, 6:3 ფედერერის სასარგებლოდ დასრულდა.
დიდი სლემის ფინალში შვეიცარიელი და ესპანელი ჩოგბურთელი ბოლოს 2009
წელს შეხვდნენ. დაპირისპირება ნადალის გამარჯვებით დასრულდა.
სხვადასხვა საჩოგბურთო ჩემპიონატების ფინალურ შეხვედრაში ფედერერი და
ნადალი, 2006 წლიდან ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ჩათვლით, ერთმანეთს
სულ 9–ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან, 6 შეხვედრა ნადალის გამარჯვებით
დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები