ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან
ქუთაისი-მილანის რეისი რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო.
ავიარეისის გადადების გამო მგზავრებს სასტუმროში გადაიყვანენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ქუთაისი - მილანის დღევანდელი რეისი შესრულდება ხვალ, 30 იანვარს
15:00 საათზე.
მათივე ცნობით, მილანიდან გამოფრენის სავარაუდო დრო 30 იანვარი,
იტალიის დროით 16:45 საათია.
ქუთაისში გუშინ მთელი ღამე თოვდა, თუმცა ქალაქში გზების
გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს და შეფერხებებს
ადგილი არა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები