სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ
მგზავრთა მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დილის
საათებში მოხდა.
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსტისა
და მსუბუქი ავტომობილის შეეჯახების შედეგად, მიკროავტობუსის 7 მგზავრი
დაშავდა. მათ შორის, ორი ბავშვია.
დაშავებულები ზესტაფონში, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების ექიმის განმარტებით, შვიდივე მათგანს
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის
პაციენტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შვიდივე დაშავებულს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება "სისხლის
სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები