ქუთაისის ოპერის თეატრის დაფინანსებაში ცვლილებები არ შესულა.
თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმდენივე თანხას მიიღებს, რასაც შარშან
ქალაქიდან იღებდა. შესაბამისად, ოპერის თეატრი 950 000 ლარით
დაფინანსდება.
როგორც თეატრში აცხადებენ, აღნიშნული თანხა, დიდწილად, ხელფასებს
მოხმარდება, კომუნალურ გადასახადებს და სხვა ხარჯებს კი საკუთარი
შემოსავლებიდან გადაიხდიან.
მიმდინარე წლიდან ქუთაისის ოპერის თეატრი, თოჯინებისა და მესხიშვილის
თეატრებთან ერთად, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებასა და ფინანსურ
პასუხისმგებლობაში გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები