სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს უმსხვილეს
სასაქონლო საიმპორტო ჯგუფს კვლავაც მედიკამენტები წარმოადგენენ.
2016 წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტმა მთლიანად 2892 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29%–ია.
საქსტატის ცნობით, იმპორტირებული სამკურნალი საშუალებებიდან, გასულ
წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი
განხორციელდა, რამაც 2619 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
იმპორტის მიხედვით მეორე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფია. გასულ წელს 619 მლნ. აშშ დოლარის ნავთობისა და
ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი რაოდენობის 6%
იყო.
მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473
მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5%–ს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, 2016 წლის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნების ხუთეული, იმპორტის მიხედვით, ასეთია – კანადა,
თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი.
აქედან, კანადის საიმპორტო წილი მთლიან იმპორტში 18, 2%–ია, თურქეთის
– 13,7% , ირლანდიის – 8,6% , რუსეთის – 6,9%, ჩინეთის კი 5,6%
შეადგენს.
სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, სამშენებლო ასაწყობი
კონსტრუქციები, ღორის ხორცი, მსუბუქი ავტომობილები – ეს პრუქტებია,
რისი იმპორტიც გასულ წელს კანადიდან განხორციელდა.
თურქეთიდან კი შავი მეტალოკონსტრუქციების, ლითონების, სამკურნალო
საშუალებების, შავი ლითონების მილებისა და მილაკების, იზოლირებული
კაბელებისა და მავთულების და სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმის იმპორტი
მოხდა.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები,
ხორბალი, ნავთობის აირები და აირისებრი ნოვთიერებები,
ნახშირწყალბადები, მზესუმზირის ზეთი და სიგარეტები.
მასალის გამოყენების პირობები