საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის
გამო, ნაქერალას უღელტეხილის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე შეზღუდვები
მოქმედებს.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, ასევე, მოქმედებს
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106
მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის
პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით
იმოძრაონ, ასევე დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები