აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად, ჟურნალისტიკის
სპეციალობის სტუდენტებისთვის, მინი სატელევიზიო სტუდია გაიხსნება.
სასწავლებელში აცხადებენ, რომ თანავემდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი
სტუდია მიმდინარე წლის მარტში ფუნქციონირებას დაიწყებს.
"კომპიუტერები, სამონტაჟო, მიკროფონები, კამერები, შტატივები და
განათება, მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ მოხდეს სრულფასოვანი
სატელევიზიო გადაცემების შესწავლა და მომზადება," – განაცხადა აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების
ხელმძღვანელმა, მზია თადუმაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში 2016–2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან
ახალი სტუდიით სარგებლობას ჟურნალისტიკის მეოთხე კურსის სტუდენტები
შეძლებენ.
"ჟურნალისტიკის მეოთხე კურსის სტუდენტების პროგრამა ითვალისწინებს
სატელევიზიო ოსტატობის შესწავლას, ახალ სტუდიაში პირველად, სწორედ,
მათ ჩაუტარდებათ ლექციები," – განაცხადა მზია თადუმაძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო–სატელევიზიო
სტუდიის მოწყობისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან 35 520 ლარი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები