ახალი ამბები
ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციაში ყოფილ წევრებს საკრებულოს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ყოფილ თანაგუნდელებს საკრებულოს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს.

გია უკლებას თქმით, დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის დატოვებს არ ჩქარობენ, რადგან ხელფასის დათმობა უჭირთ.

"მათ არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რადგან მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და გადაბარგდნენ გიგი წერეთლის მამის პარტიაში," - აღნიშნა გია უკლებამ.

იმ შემთხვევაში თუ, ფრაქციიდან გასვლის შესახებ ყოფილი წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრის მოწოდებას დავით გოგისვანიძემ უპასუხა.

"ამდენი წლის თანამებრძოლების მხრიდან მსგავსი კომენტარები გასაკვირი და გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ერთად გაგვეგრძელებია მუშაობა და ფრაქციას შეცვლოდა სახელი. თუ არ უნდათ, რა თქმა უნდა, ფრაქცია დაიშლება," – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" ოთხი დეპუტატი – დავით გოგისვანიძე, ამირან ძოწენიძე, გია უკლება და ბესიკ ბრეგაძე წარმოადგენდნენ.

დავით გოგისვანიძემ და ამირან ძოწენიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე წლის 12 იანვარს დატოვეს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ
ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 
14:22 / 07.04.2025
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლოში
13:38 / 07.04.2025
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.