სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელმომარაგება
მოსახლეობის ნაწილს ხუთი დღის მანძილზე გაეთიშება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის
23-27 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის
მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.
კომპანიის ცნობით, ქუთაისში მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის
სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში
"ქუთაისი 1" პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება
შემდეგ ფიდერებს:
23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "აბრეშუმკომბინატი", 3 აბონენტი.
24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N258", დაახლოებით 1100 აბონენტი,
ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის
ქ.
25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N510", 2 აბონენტი.
26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N2ა", დაახლოებით 2700 აბონენტი
ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.
27 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N75", დაახლოებით 1000 აბონენტი
რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის,
კუპრაძის ქუჩის ნაწილი.
ქუთაისის მსგავსად, ელექტროენერგიის მოწიდება შეეზღუდება
მუნიციპალიტეტებსაც:
სამტრედია - ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის
მიზნით ქვესადგურ "სამტრედია 2" გამოირთვება ფიდერები:
23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, სოფელი ეწერი (ნაწ.)
23 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №5, ქ. სამტრედია (ა.კალაძის,
აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის,
ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის,
ქუთაისის ქ.);
24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, ქ. სამტრედია (აღმაშენებლის,
გრიბოედოვის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის
ქ.); სოფლები ახალსოფელი, ეწერი.
24 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის
ქ.)
25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №8, სოფელი იანეთი.
25 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №9, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის,
კალანდარიშვილის ქ.)
26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №11, ქ. სამტრედია (ა.გეგეშიძის,
ა.კალაძის, კუიბიშევის, საბჭოს ქ.), სოფ. მელაური, ქვათახე,
ეწერი.
ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით ქვესადგურში "ტყიბული 3" გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან
გამომავალი ფიდერები:
23 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "საავადმყოფო".
24 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი",
25 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი".
26 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17
27 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "გამამდიდრებელი-2".
კომპანიის ცნობითვე,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 იანვარს
15:00-17:00 220 კვ გ/ხ "აჯამეთი 1"-ის რეაბილიტაციის მიზნით
დაგეგმილია აღნიშნული გადამცემი ხაზის გამორთვა, რის გამოც
უსაფრთხოების მიზნით საჭირო იქნება ქ/ს "სვირი წევადან" ძაბვის
მიწოდება შეუწყდეს 10 კვ ფიდერებს: როდინაული, მეორე სვირი, ღვინის
ქარახანა და ელ.მექანიკური. რის გამოც მითითებულ პერიოდში
ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: მეორე სვირი, როდინაული და
ცხენთარო.
ამბროლაურში კი ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის
მიზნით დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:
23 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლუხუმიჰესი".
25 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ურავი" - სოფელი
ურავი.
27 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლიხეთი" - სოფლები ლიხეთი
და აბარი.
მასალის გამოყენების პირობები