ქუთაისის მერია ქუთაის-გაენათის ეპარქიას მიმდინარე წელსაც
დააფინანსებს.
ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარს მიიღებს.
როგორც 2017 წლის ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია მითითებული,
ეპარქია სხვადასხვა ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გარკვეულ
მხარდაჭერას საჭიროებს.
აქვე აღნიშნულია, რომ თანხა ბაგრატის კათედრალური ტაძრისა და მისი
მიმდებარე ტერიტორიის განათებას, ეპარქიაში არსებული
ეკლესია-მონასტრების და ქუთაის-გაენათის ეპარქიის რეზიდენციის
კომუნალური დავალიანებების დაფარვას მოხმარდება. ასევე, ტაძრების
მიმდინარე და კაპიტალურ მშენებლობებს.
გასულ წელს ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის მერიამ ადგილობრივი
ბიუჯეტიდან
75 000 ლარით, 2015 წელს კი – 68 000 ლარით
დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები