ზესტაფონში 150 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება.
ამ ინფორმაციას სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი"
ავრცელებს.
ფონდი უკვე ეძებს ინვესტორს, რომელთან ერთადაც ზესტაფონის ქარის
ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით საერთო
საწარმოს დააფუძნებს.
დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა 2017 წლის 20
თებერვლამდე შეუძლიათ.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ინფორმაციით,
ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურში 50 ერთეული 3 მეგავატიანი
სიმძლავრის ტურბინა დაიდგმება.
ქარის ელ.სადგური 478.2 მლნ. კვტ/საათ ენერგიას გამოიმუშვებს.
პროქტის საერთო ღირებულება 227 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები