საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის
სტატუსის შეჩერების ახალი წესი დამტკიცდა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერს დამტკიცებული ახალი
წესის მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო
საფეხურის მოსწავლეს, რომელიც 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ
არ გამოცხადდება და ვერ მიიღო შეფასება, სტატუსი შეუჩეროს.
მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება თუ ის გაემგზავრა საზღვარგარეთ და
მშობელმა შესაბამისი წერილი წარადგინა სკოლაში.
ასევე , თუ სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და
სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე, მას
შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი.
სკოლა ვალდებულია, არასრულწლოვანი მოსწავლის მშობლის ან სრულწლოვანი
მოსწავლის მიმართვის საფუძველზე, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს.
ასევე, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი
სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს ან კანონიერ
წარმომადგენელს.
სტატუსშეჩერებულმა მოსწავლის წარმომადგენელმა, მისი აღდგენის მიზნით,
იმავე სკოლას უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ
ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა კანონიერმა
წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა
მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა
სტატუსი.
მასალის გამოყენების პირობები