სამტრედიის სოფელ ჯიხაიშთან, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული
მძღოლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
70–მდე მძღოლმა, რომლებსაც ტერიტორიაზე ინერტული მასალლა გადააქვთ,
გაფიცვა მოაწყო.
გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას
ითხოვენ.
მათი თქმით, ჩინური კომპანია "სინოჰიდრო", რომელიც ადგილზე სამშენებლო
მასალის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, არასათანადოდ ეპყრობა.
"გვავალებენ ისეთ რამეს, რაც არ არის ჩვენი საქმე. მოვუწოდებთ
ხელისუფლებას მოგვაქციოს ყურადღება, გვიშუამდგომლოს კომპანიასთან და
აიძულოს გაგვიუმჯობესოს პირობები", – აცხადებენ გაფიცული
მძღოლები.
ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, მძღოლების გარდა, ადგილობრივებიც
გამოდიან. მათი თქმით, მძიმეწონიანი ავტომობილები, რომლითაც ინერტული
მასალის გადატანა ხდება, გზებს აზიანებს.
მასალის გამოყენების პირობები