გერმანულენოვან "ფეისბუქში" ყალბი ინფორმაციის ე.წ "ფეიკი" ამბების
გავრცელების საწინააღმდეგო მექანიზმი დაინერგება.
საინფორმაციო სააგენტო
BBC–ის
ცნობით, ამის შესახებ ,მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის
ადმინისტრაცია აცხადებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ინფორმაციის სანდოობას სპეციალურად
დაქირავებული ორგანიზაციები ე.წ ფაქტ-ჩეკერები გადაამოწმებენ.
თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს,
ის სპეციალური ნიშნით აღინიშნება.
ახალი მეთოდის ამოქმედება გერმანიაში უახლოეს პერიოდში დაიწყება,
შემდეგ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს.
სოციალური ქსელი "ფეისბუქი" არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ
ყალბი ინფორმაცია გავლენას ახდენდა ამერიკის პრეზიდენტის
არჩევნებზე.
ასევე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ შეშფოთებას,
რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში საპარლამენტო არჩვენების
წინ ბევრი არასწორი ინფორმაცია გაცრცელდება, რამაც, შესაძლოა, გავლენა
მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე. ისინი, ასევე, ვარაუდობენ, რომ
რუსული ჰაკერული დაჯგუფებები საარჩევნო კამპანიაში ჩაერევას
შეეცდებიან.
რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერ, ანგელა
მერკელზე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცრუ ინფორმაცია
გავრცელდა.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რამდენჯერმე გააფრთხილა სოციალური
ქსელის ადმინისტარაცია და მოუწოდა, რომ ცილისმწამებლური ინფორმაციის
გავრცელებისთვის გერმანული კანონმდებლობა გაცილებით მკაცრ ზომებს
ითვალისწინებს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ახალი მეთოდების შესაბამისად, გერმანელ მომხმარებელს შესაძლებლობა
ექნება სპეციალური ნიშნით აღნიშნული ე.წ "ფეიკი" ინფორმაცია სხვა
მომხმარებლისთვის მონიშნოს ან დაბლოკოს.
"ფეისბუქმა" ახალი ამბების გადამოწმების პალატფორმა აშშ-ში უკვე
ტესტირების რეჟიმში გაუშვა. ამ დროისთვის მას მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში 43 ხელმომწერი ე.წ ფაქტ-ჩეკერი ორგანიზაცია ყავს.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ინსტრუმენტების
შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებსაც მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები