"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის, 66% კი, თავს დასაქმებულად
არ მიიჩნევს.
კვლევის ავტორების განცხადებით, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული
მაჩვენებლები სტაბილურია.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის
შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ის
თქმით, გაუარესდა.
ამასთან, გამოკითხულთა 56 % მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე
მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები გასული წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის
პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით) ჩატარდა.
შერჩევის საფუძველზე 3 141 პირი გამოიკითხა. კვლევის ავტორების
ცნობით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს, კველვას კი
CRRC-საქართველო ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები