ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი, ბიუროში
სტაჟიორების აყვანას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, ამით ის ახალგაზრდებს ცოდნის შეძენისა და შემდგომ მისი
გამოყენების შანსს მისცემს.
"მაქვს სურვილი, რომ სტაჟიორებიც ავიყვანო, რომლებიც ჯერ ხელფასის
გარეშე იქნებიან, მაგრამ თუ გვერდით დამიდგებიან, სამი თვის შემდეგ,
შესაძლოა, გადავხედოთ ბიუროს შტატებს", - აცხადებს გენადი
მარგველაშვილი.
დეპუტატის თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მისი მთავარი
პრიორიტეტი განათლება იქნება, თუმცა, სხვა სფეროებსაც თანაბარ
ყურადღებას დაუთმობს.
ქუთაისის სამივე მაჟორიტარს ბიურო უკვე აქვს, თუმცა, ჯერჯერობით
მოქალაქეთა მიღება არც ერთ მათგანს არ
დაუწყია.
მასალის გამოყენების პირობები