"საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ
როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია"
ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ
"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
"გასათვალისწინებელია სრულწლოვანთა რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ
ერთ ადამიანს რაოდენოებრივად და თანხობრივადაც საკამოდ დიდი თანხა
აქვს აღებული ონლაინ-სესხის სახით," – განაცხადა მაია მელიქიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და
ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი
მიმდინარე წლის 13 იანვარს მოაწერა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი
2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, 100 ათას
ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ასევე, დარეგულირდება
ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთიც, რომლის მაქსიმალური ზედა
ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები