ქუთაისში, ცენტრალურ ე.წ "მწვანე ბაზართან" საჰაერო ავტოსადგომი
შენდება.
მშენებლობას შპს "ფარი" ახორციელებს, რომლის დაქვემდებარებაშია ე.წ.
"მწვანე ბაზარი". მისი დირექტორის, ოლეგ არღვლიანის თქმით, პირველ
ეტაპზე ავტოსადგომი 35 ავტომანქანისთვის იქნება განკუთვნილი. მისივე
თქმით, ავტოსადგომში, ასევე, ამოქმედდება ლიფტი. მოთხოვნის
შემთხვევაში კი, შესაძლოა, პარკირების სივრცე გაიზარდოს.
ოლეგ არღვლიანის განმარტებით, ავტომანქანების პარკირება მეორე
სართულის სივრცეზე იქნება შესაძლებელი. სადგომზე ტრანსპორტის შემოსვლა
ლერმონტოვის ქუჩიდან, ხოლო გასვლა, პანდუსების მეშვეობით, ფალიაშვილის
ქუჩით განხორციელდება.
"პარკირება ქუთაისში საკმაოდ პრობლემური საკითხია. ცენტრალური ბაზრით
მოსარგებლე ადამიანები ამ პრობლემას განსაკუთრებით აწყდებიან, ამიტომ
გადავწყვიტეთ ავტოსადგომის აშენება", – ამბობს შპს "ფარის" დირექტორი,
ოლეგ არღვლიანი.
ავტოსადგომის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. თუმცა,
ფინანსური პრობლემების გამო გადაიდო. შპს "ფარის" ხემლმძღვანელის
ინფორმაციით, ავტოსადგომი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები