"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და პარტიის
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დავით გოგისვანიძემ და
ამირან ძოწენიძემ დატოვეს.
დეპუტატები ინფორმაციას ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებენ.
"პარტიის გაყოფა ხდება. ერთი ნაწილი დარჩება, ნაწილი მეორეში გადავა.
მე "ევროპულ საქართველოში" ვიქნები და ალბათ გია თევდორაძეც", –
ამბობს დავით გოგისვანიძე.
პარტიის დატოვებას და "ევროპულ საქართველოში" გადასვლას ადასტურებს
ამირან ძოწენიძეც. მისი თქმით, განხეთქილების მიზეზი პარტიის წევრებს
შორის შეუთანხმებლობა გახდა.
"ვერ მოვილაპარკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარტიამ, რის გამოც
მივიღე ეს გადაწყვეტილება",– აცხადებს ამირან ძოწენიძე.
მისივე თქმით, პარტია ქუთაისიდან 70%–მდე წევრმა დატოვა.
"პარტია დატოვა თავმჯდომარემ, მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა,
პოლიტსაბჭოს დიდმა ნაწილმა და პირველადი პარტიული ორგანიზაციების
წევრებმა. ჯამში 60–70%–ია",– აცხადებს ძოწენიძე.
ჯერ–ჯერობით "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება ქუთაისის საკრებულოს ორი
დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება.
უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები,
რომლებმაც პარტია უკვე დატოვეს,
"ევროპულ საქართველოს" შეუერდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, პარტიაში
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს 15:00 საათზე ბრიფინგი
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები