"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებმაც პარტია უკვე დატოვეს,
"ევროპულ საქართველოს" შეუერთდებიან.
უკვე ცნობილია, რომ "ევროპულ საქართველოში" რომელიც 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად
მონაწილეობდა, "ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებიც
გადავლენ.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ნაციონალური მოძრაობის" უკვე
ყოფილმა წევრებმა, ამირან ძოწენიძემ და დავით გოგისვანიძემ
განუმარტეს. მათივე თქმით, პარტია უკვე დატოვა ქუთაისის
ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ,
მდივანმა - კოტე რატიანმა და პარტიის კიდევ რამდენიმე
წევრმა.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ორგანიზაციიდან "ევროპულ
საქართველოს" 10–მდე წევრი შეუერთდება.
პარტიის წევრების მიერ პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას უკვე
გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობას" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს "ნაციონალურ მოძრაობას". ახლა
გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან,
ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე
წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ
წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა
რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება
არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე
ნიშნწყალი ექნება",–განაცხადა ნიკა მელიამ.
ვინ ტოვებს და ვინ რჩება პარტიაში, ამის შესახებ დღეს 15:00 საათზე
პარტიის ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები