პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, გოგი წულაიმ ქუთაისში, თაბუკაშვიულის ქუჩაზე ბრიფინგი
გამართა.
მისი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის
განახლებული სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს
უქმნის.
"უკვე 2 წელია თხრიან ამ ქუჩას. ახლა მეხუთედ გადათხარე. როდემდე
შეიძლება ასე გაგრძელება. 2 წელია ხალხი წყალს ელოდება და ესენი ისევ
თავიდან თხრიან ქუჩებს," - განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილატაციო სამუშაოებს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი SMK ახორციელებს.
კომპანიაში თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ
კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები