წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო ჰაკათონში "JUNIOR
ATSUHACK" საქართველოს მასშტაბით 1 140 მოსწავლე დარეგისტრირდა.
ღონისძიება სასწავლებლის "მომავლის სამრეწველო ინოვაციების
ლაბორატორიაში FabLab" ჩატარდება, რომლის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაჩუამ
განაცხადა, რომ მეორე ტურში, მხოლოდ 100 მოსწავლე გადავა. ისინი
ერთმანეთს თბილისში, ტექნოპარკში შეხვდებიან.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ტესტირების შედეგების შემოწმება, აქ
გამარჯვებული 100 მოსწავლე ერთმანეთს 5 თებერვალს შეხვდებიან და
შექმნიან ჯგუფებს, იმისთვის, რომ იმუშაონ ახალი იდეების შექმნაზე," -
განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.
სასკოლო ჰაკათონის "JUNIOR ATSUHACK" დასკვნითი ნაწილი აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართება, სადაც
გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ორგანიზატორების თქმით, მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ.
I, II და III ადგილის მფლობელებს - Windows Pad, ტაბლეტებითა და
სმარტფონებით დასაჩუქრდებიან.
ასევე, საკუთარ რჩეულს გამოავლენს კომპანია Microsoft და ყველაზე
კრეატიული პროექტი - პროგრამირებადი დაფებით დასაჩუქრდება.
წერეთლის უნივერსიტეტის რჩეულ მოსწავლეს კი ერთწლიანი სტიპენდია
დაენიშნება.
"ჯუნიორ ჰაკათონში" მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით
არსებული სკოლების
მე-6–დან მე-12 კლასის
ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო.
მასალის გამოყენების პირობები