მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის 5 734 000 ლარის
ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.
ელექტონული შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარების და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეფარტამენტმა
მიმდინარე წლის 7 იანვარს გამოაცხადა. მასზე წინადადებების მიღება
2017 წლის 25 იანვარს დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მდინარე ყვირილაზე ხიდი
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ში აშენდება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს
შემდეგი სამუშაობი: დაკვალვა და კორიდორის გაწმენდა, მიწის
სამუშაოები, დრენაჟი, საგზაო საფარი,საგზაო აღჭურვილობა და
მონიშვნა,ჭრილის ფერდოების დაცვა, ხიდი, მოედნის მომზადება,
ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობა, ბურჯების მოწყობა, მალის ნაშენის
მოწყობა, ხიდის აღჭურვილობა, ჰიდროიზოლაცია, ნაკერები, საფარი,
კოროზიისგან დაცვა,საკომუნიკაციო ხაზების გადატანა.
მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდის მშნებლობა ხელშეკრულების დადებიდან ათ
თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები