ახალი ამბები
ევროპაში ანომალური სიცივის გამო 20–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
იანვრის პირველ დღეებში ევროპულ ქვეყნებში, სკანდინავიიდამ მომავალი ჰაერის ცივი მასების გამო, უჩვეულო სიცივეებია.
BBC-ის ცნობით, გასული ორი დღის განმავლობაში ევროპაში ჰიპოთერმიით 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის მიგრანტები და უსახლკაროებიც არიან.

10 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პოლონეთში, სადაც ტემპერატურა –14 გრადუსამდე დაეცა, რიგ რეგიონებში კი - 20 გრადუსია.

იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თოვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

სამხრეთ გერმანიის მთიან რეგიონებში ტემპერატურა –26 გრადუსამდე დაეცა. ძლიერი ყინვის შედეგად ქვეყნის ავტომაგისტრალებზე ლიპყინული წარმოიშვა.

ჩეხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პრაღაში სიცივეს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამი ლტოლვილი კი ბულგარეთში გარდაიცვალა. სტამბულში თოვლის საფარმა 40 სმ–ს მიაღწია. მოსკოვში კი ყინვა –30 გრადუსს აღწევს.

მეტეოროლოგების ცნობით, ევროპაში ბოლო 120 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ზამთარი ყველაზე ცივია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.