ქუთაისში,ავტომშენებლის დასახლებაში ახალშობილი იპოვეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე
არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიეთილეინს პარკში ჩასმული ბავშვი
დასახლებაში, ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ღობეზე ჩამოკიდებული
იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 173–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან
შვილობილად აყვანის წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტზე მოკვლევა სოციალურმა სამსახურმა დაიწყო.
შემთხვევის ადგილიდან დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები