ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანთან, მიმდინარე წლის 7
იანვარს, მთელი ღამის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აკრძალული იყო.
ტრანსპორტის გადაადგილება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის
188-ე კილომეტრზე დიდი მოცულობის მთის მასივის ჩამოწოლის
მიზეზით შეიზღუდა.
შემთხვევა 6 იანვარს, დაახლოებით 21:00–დან 22:00 საათამდე შუალედში
მოხდა.
ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საავტომობილო გზების
დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიცია, ხოლო
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით
ხორციელდებოდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები
ღამის საათებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე კი 6 ერთეული
ტექნიკაა მობილიზებული.
"გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა არის საშიშროება, რომ
მიწა–კლდოვანი მასის ნარჩენები ჩამოვარდეს, ამიტომ მანქანების ნაკადს
ეტაპობრივად ვატარებთ," – აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმადგენელი, გიორგი
დოღონაძე.
მისივე ინფორმაციით, გზის ამ მიმართულებით მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
სოფელ შორაპანთან დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასის ჩამოსვლის
მიზეზებს გეოლოგები შეისწავლიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები