ზესტაფონის ფერაშენადნობ ქარხანაში ამწესთან შეჯახების შედეგად
დაშავებული მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თენგიზ ქამუშაძეს, რომელიც ორთქმავალს მართავდა, ხერხემლის მალა და
ხელი აქვს მოტეხილი.
როგორც დაშავებული იხსენებს, მას
გრეიფერი დაეჯახა, რის შემდეგაც საამქროს ბუნკერში აღმოჩნდა.
"ვაგონით შემქონდა მასალები, იქ გრეიფერი მუშაობდა, ვერ მოასწრო
გასვლა და დამეჯახა. დიდი სიმაღლიდან გადავვარდი",-ამბობს
დაშავებული.
მისი თქმით, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
მასალის გამოყენების პირობები