სამტრედიის ცენტრში დაგეგმილ საშობაო კონცერტზე ადგილობრივებთან ერთად
მოწვეული შემსრულებლები იმღერებენ.
კონცერტი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინიციატივით ტარდება.
"კახა კალაძეს ჩამოყავს და ორგანიზებასაც თავად აკეთებს. ყოველთვის
ჩამოდის და ახლაც ველოდებით",-აცხადებენ სამტრედიის
მუნიციპალიტეტში.
სამტრედიის სადგურის მიმდებარე ტერიტორაზე დაგეგემილ საშობაო
კონცერტზე ადგილობრივი ანსამბლი "ლადი" იმღერებს, რის შემდეგაც
საღამოს მოწვეული მომღერლები: ელენე კალანდძე, სოფო ბედია, დათუნა
სირბილაძე, ელდარ შოშიტაიშვილი და გუნდი "ლენდი" გააგრძელებენ, ხოლო
კონცერტს ფაქო და ამიკო გაუძღვებიან.
კონცერტს ასევე დაესწრებიან იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები.
საშობაო კონცერტი 7 იანვარს, საღამოს 19:00 საათზე სადგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები