ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით
კონცერტი ჩატარდება.
კლასიკური მუსიკის საღამო 13 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ,
საღამოზე დასწრება თავისუფალი იქნება.
"ეს იქნება საჩუქარი ქუთაისელებისთვის, ჩატარდება კლასიკური მუსიკის
საღამო, სადაც იმღერებენ ჩვენი თეატრის სოლისტები," - ამბობს ქუთაისის
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმზღვანელი ირინა
ლომინაძე.
მასალის გამოყენების პირობები