ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედო" ერთწლიანი კონტრაქტი გიორგი
კუხიანიძესთან გააფორმა.
კუხიანიძე ბოლო ორ კვირაში კლუბის მიერ შეძენილი მესამე
ფეხბურთელია.
"ტორპედოს" ექს-კაპიტანი, 24 წლის ნახევარმცველი გუნდში
თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. მანამდე ის
ზესტაფონის შუქურაში" თამაშობდა.
"ტორპედოში" კი კუხიანიძემ რამდენიმე სეზონი გაატარა.
კუხიანიძის გარდა, "ტორპედომ" გასული წლის მიწურულს
ორ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. ერთ–ერთი
ასევე ყოფილი "ტორპედოელი" ნიკა საბანიძეა, ხოლო მეორე "ცხინვალის"
ნახევარმცველი, ბიძინა მახარობლიძე.
რაც შეეხება თავად საფეხბურთო კლუბს, მისი დაფინანსების საკითხი
უალხოეს მომავალში გაირკვევა.
კლუბს ქუთაისის მერია გასაყიდად
აუქციონზე გაიტანს, რადგან ინვესტორ ზაალ
ჩაჩავასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და
ჩაჩავამ კლუბი დატოვა, თუმცა, აუქციონზე
"ტორპედოს" შეძენას მაინც შეეცდება.
მასალის გამოყენების პირობები