ქუთაისის მერიის მოთხოვნით, თეთრ ხიდზე მანათობელი ქოლგები და
ფიგურები ჩამოხსნეს.
საახალწლო მორთულობისთვის მერიის მიერ გამოცხადებულ
49 250 ლარიან ტენდერში გამარჯვებულმა
ინდ.მეწარმემ, კობა ჯღარკავამ მათ ნაცვლად ე.წ. ლოლოები შეიძინა და
დაამონტაჟა.
მისი თქმით, მერიას მანათობელი ქოლგები არ მოეწონა.
"მითხრეს მერიას არ მოეწონაო და ჩამოხსენიო. ჩამოვხსენი, ვიყიდე
ლოლოები და დავკიდე",- აცხადებს კობა ჯღარკავა.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით არ იცის დააჯარიმებს თუ არა ქუთაისის მერია
სამუშაოების ხარვეზით შესრულების გამო.
"თავიდან მითხრეს დაგაჯარიმებთო, ახლა არ ვიცი როგორ იქნება. დღეს ვარ
დაბარებული და გაირკვევა რა მოხდება",-აცხადებს კობა ჯღარკავა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კობა ჯღარკავას თეთრ ხიდზე
ჩატარებული სამუშაოები შესრულებაში არ ჩაეთვალა.
ქოლგების ნაწილი ამ დრომდე რჩება მონ-პლაზიერის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მანათობელმა ქოლგებმა ადგილობრივთა ნაწილის
პროტესტი იმთავითვე გამოიწვია. მათ თეთრ ხიდზე
დამონტაჟებული მანთობელი ფიგურები არ მოეწონათ და ხარვეზის
გამოსწორება მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები