საბავშვო მიუზიკლი "საშობაო ზღაპარი" 8 იანვარს ქუთაისის მ.
ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო
თეატრში გაიმართება.
სადღესასწაულო ღონისძიება ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახურისა
და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ერთობლივად ეწყობა.
როგორც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ღონისძიებაზე დასწრება
მოსაწვევებით მოხდება.
"მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცელი ოჯახების ბავშვები იქნებიან
მოწვეულები, თუმცა დასწრების მსურველ სხვა პირებსაც შეუძლია, სურვილის
შემთხვევაში, მიმართონ მერიის ახალგაზრდულ სამსახურს და მოითხოვონ
მოსაწვევები," - განმარტავს პატარიძე.
საშობაო მიუზიკლში მონაწილეობას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
მოსწავლეები მიიღებენ.
სიმღერებს კი სპეციალურად მოწვეული მომღერალი მაკა ზამბახიძე
შეასრულებს.
წარმოდგენა 18 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები