2017 წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში ზაფხულისა და ზამთრის
არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა.
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების
თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი
განისაზღვრა.
იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს
დაიწყება.
თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების
თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.
ასევე, განათლების და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას
ბრძანებულებით, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27
მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს
დასრულდება.
ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა
უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის
მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო
დღეს.
2017 წელს ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე ხოლო,
საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.
მიმდინარე წელს ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები