ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც მერია ელექტრონულ აუქციონზე გაიტანს,
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 700 000 ლარად შეაფასა.
კლუბის საწყისი ღირებულება, სწორედ, ეს თანხა იქნება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქალაქი მერმა განუცხადა.
შოთა მურღულიას განცხადებით, "ტორპედო" აუქციონზე სადღესასწაულო
დღეების დასრულების შემდეგ გავა.
ქალაქის მერს მიაჩნია, რომ გუნდი უნდა იყოს კერძო მესაკუთრის
მფლობელობაში.
"ჯობია კერძო მესაკუთრე ყავდეს, ვიდრე სახელმწიფოს ხარჯზე იყოს.
არავის მივცემთ საშუალებას რაიმე არასწორად თქვას. "ტორპედო"
შევაფასეთ ცალკე, როგორც ბრენდი და მოედანი და ბაზა ცაკლე. გავიტანთ
აუქციონზე ამ ფასად. დაფინანასების სხვა პრინციპია ამჟამად და უკვე
დაინტერესებაც სხვაა. რომ არ იყოს მითქმა–მოთქმა და ვინმეზე
გადაბრალება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუქციონზე გავიდეს
გუნდი. იქნებ გამოჩნდეს ვინმე და თანხა ჩადოს. შესაძლებელია, მხოლოდ
ერთი დაინტერესებული პირი არ იყოს და სხვაც დაინტერესდეს," – აცხადებს
შოთა მურღულია.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ აუქციონის პირობაში ბავშვთა ფეხბურთის
სკოლის გაძლიერების პირობაც ჩაიდება.
"ყველაზე დიდი საქმეა ბავშვების გაზრდა, რომლებიც ფეხბურთს
ითამაშებენ," – ამბობს შოთა მურღულია.
თუმცა, მისივე თქმით, გუნდის აუქციონზე გატანის საკითხზე ქალაქის
საკრებულომ უხლოეს სხდომაზე უნდა იმსჯელოს.
მასალის გამოყენების პირობები