2016 წლის საუკეთესო ფილმების ათეულს
BBC აქვეყნებს.
ჩამონათვალში ყველა ჟანრის ფილმი შევიდა, მათ შორის ანიმაციურიც.
მეათე ადგილზე იაპონელი რეჟისორის, მაკოტო სინკაიას ანიმაციური ფილმი
"შენი სახელი" გავიდა.
განათების უხვი ეფექტებით და სცენური პანორამებით ის წლის ყველაზე
სანახაობრივი ანიმაციური ფილმია.
მეცხრე ადგილს ამერიკელი რეჟისორის, სტივენ ფრირზას ტრაგიკომედია
"ფლორენს ფორესტ ჯენკინსი" იჭერს. ფილმში მთავარ
როლს მერილ სტრიპი ასრულებს. ის ნიუ–იორკელი მაღალი საზოგადოების
ქალის როლს თამაშობს, რომელიც 1940–იან წლებში საოპერო კონცერტებს
მართავდა, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე კარგი ხმა ჰქონდა.
ფილმში მისი მეუღლისა და დამხმარის როლს მსახიობი, ჰიუ გრანტი
ასრულებს.
ათეულში მე–8 ადგილზეა არგენტინული ფილმი
"საპატიო
მოქალაქე", რომელიც თავმდაბალი წერლის ისტორიას გადმოცემს.
მან ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო და მას შემდეგ ნებისმიერ
სხვა ჯილდოზე უარს ამბობს. თუმცა, ერთ დღეს მწერალი მშობლიური
სოფლიდან, რომელიც 40 წლის წინ დატოვა, მოწვევას მიიღებს. იქ მას
ადგილობრივ ჯილდოს სთავაზობენ. მწერალი მოულოდნელად თანხმდება
წინადადებას. ფილმში მთავარ როლებს გასტონ დოუპრა, მარიანო კონა და
ოსკარ მარტინესი ასრულებენ.
"საპატიო მოქალაქე" 2017 წლის ამერიკის კონოაკადემიის მთავარ ჯილდო
"ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მომდევნო ადგილზეა დოკუმენტური დრამა
"დამფუძნებელი", რომელიც ამერიკელ ბიზნესმენსა და
ფილანტროპისტზე, ცნობილი რესტორნების ქსელის "მაკდონალდსის"
დამფუძნებელზე, რეი კროკზე მოგვითხრობს.
ფილმში მთავარ როლს მაიკლ კიტონი ასრულებს. მსახიობი მაყურებელს ორი
ოსკაროსანი ფილმიდან "ბერდმენი" და "ყურადღების ცენტრში"
დაამახსოვრდა.
მეექვსე ადგილზე მოხვდა გერმანული კომედია
"ტონი
ერდმანი". ფილმში მუსიკის მასწავლებლის როლს მსახიობი პიტერ
სიმონიშეკი ასრულებს. ის ცდილობს თავის კარიერისტ ქალიშვილთან
ურთიერთობები განაახლოს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.
"დამოუკიდებლობის დღის" შემდეგ
"დაბრუნება"
უცხოპლანეტელებზე გადაღებული ფილმების მოყვარულთათვის დიდი სიურპრიზი
აღმოჩნდა. რეჟისორ დენი ვილნევის სამეცნიერო–ფანტასტიკურ ფილმში
მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს.
ემი ადამსია, ასევე, მეოთხე ადგილზე გასული ფილმის
"ღამის
საფარქვეშ" მთავარი როლის შემსრულებელი, რომლის რეჟისორი და
სცენარისტი ტომ ფორდი გახლავთ.
მესამე ადგილზე კი კენეტ ლონერგენის დრამა
"ზღვისპირა
მანჩესტერია", სადაც მთავარი როლი კეისი აფლეკმა შეასრულა.
მისი გმირი დამლაგებელია, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ძმის
გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, იქ ისეთ გარემოებებს
შეეჩეხება, რის გამოც ცდილობს მალე გაიქცეს ქალაქიდან.
რეჟისორისა და სცენარის თანაავტორის, ჩარლი კაუფმანის
"ანომალიზა" აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც 2016 წლის
საუკეთესო ათეულში მეორე ადგილი დაიკავა.
ეს არის ფილმი მარტოობაზე, დეპრესიასა და სიყვარულის დაკარგვაზე.
"ანომალიზა" ანიმაციის მეთოდითაა გადაღებული და მთავარი გმირის,
მაიკლის უცნაურ ისტორიებს მოგვითხრობს. მის როლს მსახიობი დევიდ
ტიულისი ასრულებს.
მაიკლს ეჩვენება, რომ მის გარშემო ადამიანები ერთიდაიმავე ხმაზე
საუბრობენ, ლიზას გარდა, რომელიც მისი თავყანისმცემელია.
ათეულში პირველ ადგილზეა დემიენ შელეზის ფილმი–მიუზიკლი
"ლა–ლა ლენდი". მასში მთავარ როლებს მსახიობები ემა
სტოუნი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები